ახალი ამბები

შვეიცარია საქართველოს დახმარებას გაუორმაგებს

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სტეფან შპეკმა ხელი მოაწერეს “შეთანხმებას შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ”, რომლის მიზანიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა. 


საქართველოში შვეიცარიის მთავრობის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), რომელიც მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით საქართველოსათვის განკუთვნილი დახმარების გაორმაგებას გეგმავს. 


საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 2002-2004 წლებში ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველომ შვეიცარიის მთავრობისაგან 5,9 მილიონამდე, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების სახით 6,7 მილიონამდე აშშ დოლარი მიიღო. 

Back to top button