
ახალი ამბები
ტალიავინმა სოხუმში სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილა
საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი 15 იანვარს თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა და ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საკითხი განიხილა, იუწყება სააგენტო “აფსნიპრესი”.
ჰეიდი ტალიავინის განცხადებით, ჟენევის ფორმატში მორიგი მოლაპარაკებები, რომელშიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მარტისთვის არის დაგეგმილი.
ამ სახის ბოლო შეხვედრა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, თუმცა მას თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო არც ქართული და არც აფხაზური მხარეები არ დასწრებიან.