ახალი ამბები

ბაღაფშის ინაუგურაცია 14 თებერვალს გაიმართება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რეგნუმი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
სერგეი ბაღაფში, რომელმაც 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 91% მოიპოვა, დღეს აფხაზეთის მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეხვდა. “საუბარი კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა“, განაცხადა ბაღაფშმა.
 

Back to top button