
ახალი ამბები
ცხინვალი შეიარაღებული ძალების განახევრებას აპირებს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ცხინვალი შეიარაღებულ ძალებს 50%-ით შეამცირებს, იუწყება 15 იანვარს სააგენტო “რეგნუმი”.
“მაშინ, როცა საქართველო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დახმარებით, მილიარდობით დოლარს ხარჯავს არმიის გასაძლიერებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 50%-ით შევამციროთ შეიარაღებული ძალები”, განაცხადა კოკოითმა დღეს აშშ-ს კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, შეიარაღების შემცირების ხარჯზე დე ფაქტო ხელისუფლება პენსიებსა და ხელფასებს გაზრდის.
“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი განვითარებისაკენ სწრაფვას”, დასძენს კოკოითი.