We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსების“ მიწვევით დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით შვიდდღიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა.
 
ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა კონფლიქტების მოგვარების მეთოდებს, რომელიც გამოყენებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში. 

Back to top button