
ახალი ამბები
საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ “კავკასიას“ შორის 2005 წლის იანვრიდან სატვირთო მატარებლებისთვის საბორნე მიმოსვლა აღდგება.
შეთანხმებას რუსულ მხარესთან ონოფრიშვილმა გასულ კვირას რუსეთში ვიზიტის დროს მიაღწია.
სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ შეწყდა.
დავით ონოფრიშვილის თქმით, საქართველო უკვე ახორციელებს ამგვარი ტიპის მიმოსვლას რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან.