
ახალი ამბები
ევროპის საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეროვნული ასოციაციის შექმნას მიესალმება
17 დეკემბერს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეროვნული ასოციაცია დაფუძნდება. ფორუმს, რომელიც გრიბოედოვის თეატრში შედგება, ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლობითი დელეგაციები დაესწრებიან. ფორუმზე ასევე აირჩევა ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტი.
ევროპის საბჭო მიესალმება ამ ორგანიზაციის შექმნას, რომლის მიზანიცაა დაიცვას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინტერესები და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის პარტნიორობის კულტურა დაამკვიდროს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესზე ეროვნული ასოციაცია საქართველოს დელეგაციაში იქნება წარმოდგენილი.