skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთი რუსული კანონებით იცხოვრებს

16 დეკემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში აფხაზეთი კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს.


“აფხაზმა ხალხმა რუსეთის გზა აირჩია, რამაც ხელი შეუწყო აფხაზეთში სიტუაციის დარეგულირებას. რუსეთთან ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ”, აცხადებს “აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


ბაღაფში ასევე ხაზს უსვამს რუსული კანონმდებლობის აფხაზეთში უფრო ჩქარი ტემპებით დანერგვის საჭიროებას. “ჩვენ ვიცხოვრებთ რუსული კანონების მიხედვით, რაც ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება”, აცხადებს სერგეი ბაღაფში.

თუმცა ბაღაფში დასძენს, რომ “ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კანონიერი არჩევნების ჩატარება”.


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 12 იანვარს გაიმართება.


 

Back to top button