
სააკაშვილი: მთავრობა ერთიანი გუნდია
დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც ახალთან ერთად ძველი მინისტრებიც ეწრებოდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და მინისტრებს ხალხთან აქტიურად მუშაობის დავალება მისცა.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა ერთიანი გუნდია და “არანაირი ჟვანიასა და სააკაშვილის ცალკე გუნდები არ არსებობენ, ისევე როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო”.
“ჟვანიას გუნდი რომ არსებობდეს ის აქ არ იქნებოდა; ჩვენ გასაგდები მინისტრები არ გვყავს და ყველა მათგანი ურთიერთჩანაცვლებადია”, განაცხადა პრეზიდენტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
“დრამატული ცვლილებები არ მომხადარა”, აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ მთავრობას უფრო მეტი “კოორდინაცია და ურთიერთქმედება სჭირდებოდა, რამაც განაპირობა კიდეც მიღებული გადაწყვეტილება”.
მთავრობაში ინსტიტუციონალური და ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ განცხადებები 14 დეკემბერს გააკეთეს.