
ახალი ამბები
თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
14 დეკემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბრძანებულების საფუძველზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტი შედგება პრემიერ-მინისტრისაგან, ორი ვიცე -პრემიერისაგან და 12 მინისტრისაგან. ასევე კაბინეტის შემადგენლობაში შედის ხუთი სახელმწიფო კომიტეტი, შვიდი სააგენტო და რვა ფონდი.
თორმეტ სამინისტროს შორისაა ახლად შექმნილი საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, რომელსაც სათავეში ჩაუდგება შს მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე სერგეი მატოსიანი.