
ახალი ამბები
დეკანოზ ბასილ კობახიძეს მღვდელთმსახურება აეკრძალა
საპატრიარქოში 14 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დეკანოზ ბასილ კობახიძეს, რომელიც ეკლესიის რეფორმის იდეის მომხრეა, მღვდელთმსახურება აეკრძალა.
ამის მიზეზად ბასილ კობახიძის მიერ საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და თვითნებობა დასახელდა. ასევე გაფრთხილება მიიღეს მღვდელმა ზაზა თევზაძემ და დეკანოზ მიქაელ ასათიანმა.
წმინდა სინოდმა დეკანოზ ბასილ კობახიძეს გაფრთხილება 18 აგვისტოს მისცა.
14 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელსაც 32 ეპისკოპოსი დაესწრო. კრებაზე ასევე განიხილეს შიდა საეკლესიო საკითხები.