skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტოების “ინტერფაქსისა” და “რია ნოვოსტის” ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 14 დეკემბერს სერგეი შამბა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.


სერგეი შამბას უკვე ეკავა ეს თანამდებობა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში; თუმცა, 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადადგა, რადგან პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. 

Back to top button