skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საინფორმაციო სააგენტო “‘რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბატალ ტაბაღუა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე აირჩია.


მანამდე ტაბაღუას იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.


ახალმა 15-წევრიანმა ცსკ-მ თავმჯდომარის ასარჩევად პირველი სხდომა 14 დეკემბერს გამართა.


3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამოწვეული კრიზისის დროს ცსკ-ს რამდენიმე წევრი, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადადგა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცსკ-ს შვიდ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, დანარჩენ რვა წევრს კი – პარლამენტი.    

Back to top button