ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს  პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ კვასნევსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლოდიმირ ტიმოშევიჩთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. 


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის დოკუმენტების ხელმოწერა, მათ შორის ხელი მოეწერება “თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში”.


ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარე უწყებამ მსგავსი მემორანდუმები გააფორმა რუმინეთთან და ბულგარეთთან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორული ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას და ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების მხარდაჭერას.


 

მსგავსი/Related

Back to top button