skip to content
ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია თბილისში იმყოფება

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ დღეს თბილისში დაწყებულ ორდღიან სემინარზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებული ნატოს ინიციატივების შესრულების საკითხი განიხილა, რომელიც ალიანსის სტამბულის სამიტზე მიმდინარე წლის ივნისში იქნა მიღებული.


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ ნატოს სამხედრო კომიტეტს გააცნო შეიარაღებულ ძალებში რეფორმის მიმდინარეობა. ასევე  განხილული იყო “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა.


ნატოს დელეგაციის შემადგენლობაში 46 ქვეყნის წარმომადგენელი შედის, რომლებიც ბრიუსელში 16 დეკემბერს გაემგზავრებიან და ნატოს შტაბ-ბინას თბილისში მიღებულ ინფორმაციას წარუდგენენ. 

Back to top button