
ახალი ამბები
იუსტიციის საბჭო სასამართლო სისტემის კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც სასამართლო სისტემის მუშაობას კურირებს, 13 დეკემბერს “უსაფუძვლო” უწოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას სასამართლო სისტემის მიმართ.
10 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოქვეყნა “ყველაზე უსამართლო“ მოსამართლეების სია. იმავე დღეს “თავისუფების ინსტიტუტმაც“ გააკრიტიკა მთავრობის მორჩილი სასამართლო სისტემა.
“ამგვარი განცხადებების გაკეთება მტკიცებულების გარეშე დაუშვებელია“, განაცხადა პავლე კუბლაშვილმა 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არსებობს ყველა საჭირო პირობა იმისათვის, რომ “სასამართლო სისტემამ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს“.