
ახალი ამბები
თსუ–ს ახალი რექტორი აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ 13 დეკემბერს ორ ტურად გამართული არჩევნების შედეგად თსუ–ს ახალ რექტორად რუსუდან ლორთქიფანიძე აირჩია.
არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს რუსუდან ლორთქიფანიძეს მეტოქეობას მიხეილ ქურდიანი უწევდა.
თსუ–ს რექტორობის პოსტზე რუსუდან ლორთქიფანიძემ როინ მეტრეველი შეცვალა, რომელიც უნივერსიტეტს სათავეში ბოლო 13 წლის მანძილზე ედგა.
მეტრეველი კორუფციაში მის მიმართ ბრალდებებისა და ხელისუფლების ზეწოლის შედეგად თანამდებობიდან 1 ოქტომბერს გადადგა.