
ახალი ამბები
თსუ-ს რექტორი არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) რექტორის არჩევნები გაიმართა, სადაც მონაწილეობა სამმა კანდიდატმა მიიღო. თუმცა ახალი რექტორის ვინაობა არჩევნების პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა, ვინაიდან უნივერსიტეტის დიდი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 192 წევრიდან ხმების საჭირო რაოდენობა – 97 ხმა, რექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.
დაინიშნა არჩევნების მეორე მეორე ტური, რომელიც დღესვე გაიმართება და სადაც ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს რუსუდან ლორთქიფანიძეს მეტოქეობას მიხეილ ქურდიანი გაუწევს.