skip to content
ახალი ამბები

აჭარაში ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

აჭარის პროკურატურამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ შამილაშვილი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაშა ჩავლეიშვილი 13 დეკემბერს ღამით დააკავა.
 
პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, ორივე მათგანს ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, რის გამოც აჭარის ბიუჯეტმა 1,100 მლნ ლარით იზარალა.
 
მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ამ თანხებით ხდებოდა თბილისში 2003 წლის ნოემბერში აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტიის “დემოკრატიული აღორძინების“ მიერ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი მიტინგის ორგანიზება. 

Back to top button