
ახალი ამბები
სოხუმში ახალი ცსკ-ო მუშაობას შეუდგა
რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ფორმირება. დღეს გაიმართება პირველი სხდომა, სადაც 15 წევრისგან დაკომპლექტებული ცსკ-ო თავმჯდომარეს აირჩევს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ უკვე წარადგინა ცსკ-ოს შვიდი წევრი. აფხაზეთის კანონმდებლობის მიხედვით შვიდ წევრს დე ფაქტო პრეზიდენტი, რვას კი პარლამენტი ნიშნავს.
აფხაზეთის ცსკ-ოს ყოფილმა თავმჯდომარემ სერგი სმირმა 11 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა თანამდებობა, რის მოტივადაც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიერ მასზე ზეწოლა დაასახელა.