
ახალი ამბები
საქართველოში აზერბაიჯანის სახალხო დამცველი და დეპუტატები ჩამოდიან
დღეს თბილისს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და სახალხო დამცველი ელმირა სულეიმანოვა ესტუმრებიან. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ საქართველოში აზერბაიჯანის სათვისტომოს წარმომადგენელმა ზაურ ხალილოვმა აცნობა.
აზერბაიჯანული დელეგაცია ქართველ პარლამენტარებს შეხვდება, სადაც განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობები და საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები.
ზაურ ხალილოვის ინფორმაციით, 14 დეკემბერს დელეგაცია მარნეულის რაიონს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანელებთან შეხვედრისას მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.
ვიზიტი მას შემდგეგ ხორციელდება, რაც აზერბაიჯანულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში მცხოვრები აზარბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.