ახალი ამბები

საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა

15 ნოემბერს საღამოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ომალოს მონაკვეთზე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.


ვერტმფრენმა, რომელიც დაღესტნის მხრიდან შემოფრინდა, ხუთი წუთი დაჰყო საქართველოს საჰაერო სივრცეში და უკან გაფრინდა. დეპარტამენტის ცნობით, სიბნელის გამო ვერტმფრენის ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა.


 

მსგავსი/Related

Back to top button