ახალი ამბები

ხაინდრავა: დემილიტარიზაცია გრძელი პროცესი იქნება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში იმყოფება, განაცხადა, რომ დემილიტარიზაცია “რთული და გრძელი პროცესია“.


გოგა ხაინდრავა კონფლიქტის ზონაში 11 ნოემბრიდან იმყოფება, სადაც იგი 5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ადევნებს თვალს. 


“იმდენი იარაღი, იმდენი სანგრები, იმდენი შეიარაღებული ჯგუფებია [კონფლიქტის ზონაში], რომ დემილიტარიზაცია არ იქნება იოლი პროცესი. ეს იქნებასაკმაოდ გრძელი პროცესი , რომელიც დროს და მოთმინებას მოითხოვს“, განუცადა ხაინდრავამ “რუსთავი 2“-ს 13 ნოემბერს. 



 

მსგავსი/Related

Back to top button