ახალი ამბები

კოკოითი: დემილიტარიზაციის პროცესს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 12 ნოემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან სოჭში 5 ნოემბერს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა.
 
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ სოჭში მიღწეული შეთანხმების შესრულებას“,  ნათქვამია ედუარდ კოკოითის განცხადებაზე დაყრდნობით ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც დემილიტარიზაცია უნდა წარიმართოს.


ამჟამად კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობს მონიტორინგი, რაშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.
 
სოჭის შეთანხმების მიხედვით რეგიონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button