ახალი ამბები

ალასანია: თბილისი აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს

დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან საუბრისას აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულად ძაბავს აფხაზეთში ვითარებას.
 
“რეგიონში ვითარების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში დიდი იქნება რუსეთის პირდაპირი წვლილი”,  განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
 
მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში ქართული მხარე არ ერევა და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, “თუმცა თბილისი ვერ იქნება გულგრილი იქ მიმდინარე მოვლენების მიმართ“.
 
“როგორც კი აფხაზი ხალხი აირჩევს ახალ ლიდერს, სულ ერთია ვინ იქნება ის, ჩვენ დიალოგს განვაახლებთ“, განაცხადა ალასანიამ.


აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების სამმართველოს უფროსის ლევან კიკნაძის განცხადებით, გალის რაიონში განლაგებულ რუს სამშვიდობოებში მობილიზაცია გამოცხადდა და სოხუმის მიმართულებით ჯავშანტექნიკის გადაყვანა ხდება.

მსგავსი/Related

Back to top button