ახალი ამბები

არძინბა ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ოპოზიციის მიერ 12 ნოემბერს მთავრობის შენობაში შეჭრის ფაქტს “შეიარაღებული გადატრიალება“ უწოდა.


“[სერგეი] ბაღაფშმა [ოპოზიციის ლიდერმა] და მისმა მომხრეებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან ყველანაირი გზით, მათ შორის სისხლისღვრით, მოიპოვონ ძალაუფლება“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ არძინბას განცხადებაზე დაყრდნობით.


მისი თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მთავრობის სახლში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით.


“დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც ამ კრიმინალური აქტის უკან დგას, მკაცრად დაისჯება“, ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში.


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ ასევე დაგმო მთავრობის შენობის აღება და ამ ფაქტს “სახელმწიფო გადატრიალების“ კვალიფიკაცია მისცა.


 

მსგავსი/Related

Back to top button