ახალი ამბები

სამხრეთ ოსური მხარე თბილისს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას 11 ნოემბერს ღამით ქართულ სოფელ თამარაშენიდან ოსური სოფელ კვერნეთის და ცხინვალის შემოგარენის მიმართულებით წარმოებული ინტენსიური სროლების შესახებ.
 
“ქართული მხარის პროვოკაცია მიზნად ისახავდა ოსური მხარის დადანაშაულებას დესტაბილიზაციის მოწყობაში”, ნათქვამია განცხადებაში.
 
დღესვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შეხვდა და 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შეხვედის შედეგები გააცნო.
 
“ჩვენ დავანახეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენთვის მთავარია, საომარი მოქმედებები არ განახლდეს”, განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.   


დღესვე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა გააკეთა განცხადება ოსური პოზიციებიდან 11 ნოემბრის ღამეს ქართული სოფლების მიმართულებით განხორციელებული ინტენსიური სროლების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button