ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში განლაგებულ ქართველ სამშვიდობოებს ახალი მეთაური ჰყავთ

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრძანებულების საფუძველზე ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამშვიდობო ძალების მეთაურად პეტრე გოგუაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე კიკნაძე შეცვალა.
 
მანამდე პოლკოვნიკი პეტრე გოგუაძე სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის უფროსად მუშაობდა. 
 
სამშვიდობო ძალების ყოფილი მეთაური ალექსანდრე კიკნაძე 31 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, ხოლო სამოქალაქო პირი, რომელიც მეორე მანქანას მართავდა, დაიღუპა.


 

მსგავსი/Related

Back to top button