ახალი ამბები

ხაინდრავა ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის პროცესს ადგილზე გააკონტროლებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. იგი ადგილზე მიადევნებს თვალს დემილიტარიზაციის პროცესის მიმდინარეობას, რის შესახებ შეთანხმებასაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 5 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი.
 
“დემილიტარიზაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსული მხარეც გააკონტროლებს. გზის გახსნა და თავისუფალი გადაადგილება კი გაცილებით უფრო ადრე უნდა მოხდეს”,  განაცხადა 11 ნოემბერს გოგა ხაინდრავამ.
 
სოჭის შეთანხმების თანახმად რეგიონი 20 ნოემბრამდე უნდა განიარაღდეს და ვითარება მხოლოდ შერეულმა სამშვიდობო ძალებმა უნდა გააკონტროლონ.


 

მსგავსი/Related

Back to top button