ახალი ამბები

პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით 104 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ამოქმედება 2006 წლიდან არის გათვალისწინებული.


დეპუტატებმა კენჭისყრის წინ მთავრობის მოთხოვნა საზოგადეობრივი ტელევიზიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელებულიყო, არ გაითვალისწინეს და კენჭი იმ ვარიანტს უყარეს, რომელსაც მთავრობა არ ეთანხებოდა და რომელიც საშემოსავლო გადასახადის 1,5%-ით ითვალისწინებს ტელევიზიის დაფინანსებას.


კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციამ”, რომელიც თვლის, რომ დღევანდელი სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქნით რეალურად არაფერი შეიცვლება.


თუმცა საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნაზე მხარდაჭერა გამოხატეს ასევე ოპოზიციურად განწყობილმა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა დეპუტატებმა. “ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ხელისუფლების პოზიციებს ვიზიარებთ”, აღნიშნა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა 11 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი/Related

Back to top button