ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ინტენსიური სროლები გრძელდება

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში ოსური პოზიციებიდან ქართული სოფლების მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა.
 
“ისროდნენ ნაღმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რეგიონში უნდა დაიწყოს დემილიტარიზაციის პროცესი”,  განაცხადა დღეს ალექსანდრე სუხიტაშვილმა.
 
მისი თქმით, 11 ნოემბერს დაფიქსირებულ სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მსგავსი/Related

Back to top button