ახალი ამბები

ეუთო საქართველოს მთავრობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

ეუთოს მისია საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.


11-12 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე სხვადასხვა სამინისტროებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტს შეიმუშავებენ.


“ამ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებით, საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიზაციის სფეროში საკუთარ თავზე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს კიდევ ერთხელ დაადასტურებს“,  აცხადებს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი.  


ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი ხუთი სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს ეყრდნობა. შემუშავებული რეკომენდაციები ტრეფიკინგთან დაკავშირებულ იმ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ტრეფიკინგის პრევენცია, სასჯელაღსრულება, არალეგალური სამუშაო მიგრაცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა.


აღნიშნული ჯგუფების მუშაობა ეუთოს მისიისა და მისი პარტნიორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების” ხელშეწყობით განხორციელდა.

მსგავსი/Related

Back to top button