ახალი ამბები

ჟვანია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის კონსულტაციებს გმობს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია შემაშფოთებელს უწოდებს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას და პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას ვიზიტს და იქ ღიად გამართულ მოლაპარაკებებს.


“შემაშფოთებელია, როდესაც სეპარატისტულ რეჟიმთან ასე გახსნილად მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკებები “, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიამ.


პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა მოსკოვში 8 ნოემბერს გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია “რია ნოვოსტიმ“  ხაშბას პრესმდივანზე როინ აგრბას განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.


იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ასევე გაემგზავრა რაულ ხაჯიმბა, თუმცა გაურკვევლია თუ ვისთან გამართეს მათ შეხვედრები. სავარაუდოდ, მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ.

მსგავსი/Related

Back to top button