ახალი ამბები

“სტუდენტთა და ასპირანტთა ლიგამ“ თსუ-ს რექტორად მიხეილ ქურდიანი წარადგინა

“სტუდენტთა და ასპირანტთა ლიგამ” დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის თანამდებობაზე ენათმცოდნე, პროფესორ მიხეილ ქურდიანის კანდიდატურა დაასახელა.

ლიგაში გაწევრიანებული სტუდენტები ეწინააღმდეგებიან კონკურენტის გარეშე ხელისუფლების მიერ წარდგენილი რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურას რექტორის პოსტზე. მანამდე ლორთქიფანიძე იტალიაში მსახურობდა საქართველოს ელჩის თანამდებობაზე.

სტუდენტები საკუთარი კანდიდატურის დასახელებას 9 ნოემბერს აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი მხარს  მიხეილ ქურდიანის კანდიდატურას უჭერენ.

ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს თსუ-ს “დიდი სამეცნიერო საბჭოს“ სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესაფერისად მიიჩნია რექტორის თანამდებობაზე, თუმცა დასძინა, რომ “რექტორის არჩევა ეს უნივერსიტეტის პრეროგატივაა“.

თსუ-ს რექტორის თანამდებობა ვაკანტური 1 ოქტომბერს გახდა, როდესაც საკუთარი განცხადების საფუძველზე როინ მეტრეველმა თანამდებობა დატოვა.

მსგავსი/Related

Back to top button