ახალი ამბები

პრეზიდენტის რწმუნებული რეზერვისტთა ბატალიონში სამხედრო მომზადებას გაივლის

პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გიგი უგულავა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს რეზერვისტთა ბატალიონში ჩაირიცხა.


სამი კვირის განმავლობაში იგი სამხედრო მომზადებას საჩხერის რეზერვისტთა ბანაკში გაივლის.


ოსიაურის რეზერვისტთა ბატალიონში სამხედრო მომზადება სექტემბრის თვეში პარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც გაიარა.   

მსგავსი/Related

Back to top button