ახალი ამბები

რუსეთი ბაღაფშს გაფრთხილებას აძლევს და აფხაზეთის საქმეებში ჩარევით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი აფხაზეთში თავისი ინტერესების დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კვლავაც გაუარესდება, აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.


განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა 12 ნოემბერს სოხუმში მთავრობის შენობა დაიკავეს. მოგვიანებით, საავადმყოფოში 78 წლის ქალი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს “ძალაუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების მცდელობა“ უწოდა.


მოსკოვმა, რომელიც სახელისუფლებლო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე ბაღაფშს და მის მხარდამჭერებს დააკისრა.    


“თუ სიტუაცია აფხაზეთში კანონის დარღვევით განვითარდება, რუსული მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს აფხაზეთში თავისი ინტერესების დასაცავად“, დასძინა იაკოვენკომ.

მსგავსი/Related

Back to top button