ახალი ამბები

ხაინდრავამ ცხინვალში მოლაპარაკებები გამართა

9 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ცხინვალში მოლაპარაკებები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების თაობაზე.   


შეთანხმების მთავარი პუნქტები 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მოსახლეობის და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობას და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების თაობაზე განხილვების დაწყებას ითვალისწინებს.

“ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს მიღწეული შეთანხმებების შესრულებას”, განაცხადა ხაინდრავამ ცხინვალში ვიზიტის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button