ახალი ამბები

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლონდონის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით დღეს ლონდონში მიემგზავრება. დელეგაცია ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შემადგენლობით 11-12 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით “ინვესტირება საქართველოში“ მიიღებს მონაწილეობას.


ფორმუმის მიზანია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით განხორციელბული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.


ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობებს.

მსგავსი/Related

Back to top button