ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში ტელეოპერატორი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიჭრა

ცხინვალის რეგიონში, სოფელ კეხვთან დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის  ოპერატორი ლევან დგებუაძე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ფეხში დაიჭრა. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს ტელეკომპანიის ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა განუცხადა, რომელიც თავადაც იმყოფებოდა აფეთქების ადგილას.
 
ასევე “რუსთავი 2”-თან საუბარში შიდა ქართლის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შერეული სამშვიდობო ძალები სამართალდამცავებთან ერთად სამი დღის წინ დაკარგული ელდარ კახნიაშვილის ადგილსამყოფელს ეძებდნენ.
 
ცხინვალის რეგიონის მკვიდრი ელდარ კახნიაშვილი, ქართული მხარის განცხადებით, ოსების მიერ იქნა გატაცებული. სოფელ კეხვის მოსახლეობა კახნიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორე დღეა, რაც საპროტესტო აქციას მართავს.

მსგავსი/Related

Back to top button