ახალი ამბები

ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი

5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაციის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარემ 20 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს რეგიონიდან დამატებითი შეიარაღებული ძალების გაყვანა. რეგიონში ვითარებას მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
 
ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრა, რომელსაც ასევე რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დახურულ კარს მიღმა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მსგავსი/Related

Back to top button