ახალი ამბები

სოჭში ჟვანია-კოკოითის პირისპირ შეხვედრა შედგა

სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პირისპირ შეხვედრა შედგა. ამის შესახებ უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ სოჭიდან ტელეკომპანია “რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
 
“მხარეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. პირველმა შეხვედრამ კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა”, განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
 
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების გარდა რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და ეუთოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის, როკის გვირაბის ერთობლი გაკონტროლების და ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხები.
 
ბათუ ქუთელიას თქმით, შესაძლოა შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწეროს შეთანხმებას.
 

მსგავსი/Related

Back to top button