ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმა ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევას საქართველოსთვის “ძალიან მნიშვნელოვანი“ ფაქტი უწოდა.


“დღეს [4 ნოემბერს] დავურეკავ პრეზიდენტ ბუშს და გამარჯვებას პირადად მივულოცავ. მისი წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბატონი ბუში პრინციპული ადამიანია, იგი კარგად არის ინფორმირებული ჩვენს რეგიონში არსებული რთული საკითხების შესახებ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


“საქართველო თანახმაა გაზარდოს თავისი სამშვიდობო კონტიგენტი ერაყში. ეს არის ჩვენი წვლილი პრეზიდენტ ბუშის მიერ წამოწყებულ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ბუშს, საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების სახით, სანდო პარტნიორები ჰყავს კოალიციაში. რა თქმა უნდა, ამ კოალიციის მომხრენი მიესალმებიან პრეზიდენტ ბუშის მეორე ვადით არჩევას, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი საუკეთესო პარტნიორია“, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მსგავსი/Related

Back to top button