ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო პირი გაიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 3 ნოემბერს სოფელ კეხვის მაცხოვრებელი ელდარ კახნიაშვილი გაიტაცეს.


ქართული სოფლების მოსახლეობამ კონფლიქტის ზონაში ცხინვალი-ჯავას მაგისტრალი გადაკეტა გატაცებული კახნიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.


ქართული მხარის და მედიის ინფორმაციით, კახნიაშვილი ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა; თუმცა, სამხრეთ ოსურმა მხარემ ბრალდება უარყო.


“ამჟამად, როგორც ქართული, ისე ოსური მხარეები ჩართულნი არიან სამძებრო ოპერაციებში. ქართულმა მხარემ იჩქარა, როცა სამხრეთ ოსეთის მხარე ინციდენტში დაადანაშაულა“, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, თბილისს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაცია სურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის 5 ნოემბერს სოჭში დაგეგმილი შეხვედრის წინ.   

მსგავსი/Related

Back to top button