ახალი ამბები

რუსეთის განცხადებით, ჩეჩენ მებრძოლებს იარაღით დსთ-ის ზოგიერთი ქვეყანა ამარაგებს

ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციების მართვის რეგიონალური ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ჩეჩენ მებრძოლებს იარაღით დსთ-ის ზოგიერთი ქვეყანა ამარაგებს.  


“არსებული ინფორმაციით, დსთ-ის ზოგიერთი სახელმწიფო ამარაგებს ჩეჩენ მებრძოლებს საბჭოთა კავშირის დროინდელი შეიარაღებით … ამ იარაღს შორის არის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი “იგლა“ და „სტრელა”, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 


ინფორმაციაში აშკარად საქართველოზეა მინიშნება გაკეთებული, რომელიც გადაკვრით მოიხსენიებს ქართული მედიის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ქართული სამხედრო ნაწილებიდან იარაღის გაქრობის თაობაზე.


სექტემბერში ქართველმა სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი დააპატიმრეს, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ “სტრელა 2“ ტიპის 8 ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარის გაუჩინარებასთან.


აგვისტოს ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ერთი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი დააპატიმრეს, რომელთაც ოსიაურის სამხედრო ნაწილიდან იარაღისა და ტყვია-წამლის მისაკუთრებაში ედებოდათ ბრალი.



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button