skip to content
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს

რუსეთის ერთ-ერთმა კომერციულმა კომპანიამ აფხაზეთის რკინიგზის რამოდენიმე მონაკვეთზე, კერძოდ “ვესელოესა“ და “სოხუმის“  სადგურებს შორის, სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაიწყო.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარკინიგზო სამუშაოების განხორციელება დაკავშირებულია რკინიგზის იმ ხაზის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებასთან, რომელიც 2002 წლის დეკემბერში  შევიდა ექსპლუატაციაში.


რუსეთის განცხადებით, მისი ამგვარი ქმედებით არ არღვევა რუსეთსა და საქართველოს შორის 2003 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმება.


რუსული მხარე მზადყოფნას გამოხატავს იმუშავოს, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეებთან რკინიგზის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, “თუმცა ჯგუფმა წელს ერთხელაც ვერ მოახერხა შეკრება, რადგანაც ქართული მხარე თავს არიდებს ამ თემის განხილვას“.


“სოჭის შეთანხმების მთავარი მიზანი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნაა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. 
 

მსგავსი/Related

Back to top button