ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

30 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ, შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით და მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. 


30 ივლისს, გვიან ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაფიქსირებული სროლის შედეგად როგორც ქართული, ასევე სამხრეთ ოსური მხრიდან რამოდენიმე ადამიანი დაიჭრა.


“ამგვარი ქმედებები მძიმე შედეგებს მოუტანს როგროც ორივე მხარეს, ასევე რეგიონის უსაფრთხოებას მთლიანად“, განაცხადა სოლომონ პასიმ.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მოუწოდებს მხარეებს:


• დაუყონებლივ შეასრულონ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში 2 ივნისს და 16 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ არაკანონიერი საგუშაგოების გაუქმებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყვანის თაობაზე;
• დაუყონებლივ გამოიყვანონ კონფლიქტის ზონიდან ყველა ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც არ არის საჭირო პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად და მოხდეს ადილობრივი “თავდაცვითი“ შენაერთების დემობილიზაცია;
• რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რათა განხილულ იქნას ღონისძიებები ეფექტური დემილიტარიზაციის განსახორციელებლად;
• ამავე დროს, ხელი შეეწყოს ტექნიკურ ექპერტთა ჯგუფის შეხვედრას ცხინვალში, რათა შეთანხმდეს სიტუაციის კონტროლის და დაძაბულობის შემსუბუქების ეფექტური მექანიზმები.


სოლომონ პასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი კვლავაც დააკვირდება რეგიონში არსებულ სიტუაციას. მან აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოიწვიოს მხარეები ბულგარეთში მაღალი დონის შეხვედრაზე, რათა განხილულ იქნას კონფლიქტის მოგვარების გზები.


“ასეთი დონის შეხვედრა ამ კონფლიქტის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა. ახლა სათანადო დროა, რათა იგი კიდევ ერთხელ ჩატარდეს“, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.    

მსგავსი/Related

Back to top button