ახალი ამბები

საქართველოს ისრაელთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა სურს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის სამხედრო სამრეწველო ობიექტებზე განხორციელებული ვიზიტების შემდეგ 29 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს სურს გააღრმავოს სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან.


საქართველოს დელეგაციამ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ისრაელის საავიაციო ქანხარა და ისრაელის სამხედრო დანიშნულების სხვა ობიექტები მოინახულა. 


საქართველოს საავიაციო ქარხანა, რომელიც საპრივატიზაციო ნუსხაშია შესული, უკვე თანამშრომლობს ისრაელის ერთ-ერთ წამყვან სამხედრო საწარმოსთან. 


საქართველოს საავიაციო ქარხანა აწარმოებს SU 25 ტიპის თვითმფრინავებს. SU 25-ის ყველაზე თანამედროვე  თვითმფინავის მოდელია “მორიელი“, რომლის დიზაინიც ისრაელის მხარესთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მსგავსი/Related

Back to top button