ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ჩამოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეთ ჯოუნსი 30 ივლისს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოდის.
 
ვიზიტის ფარგლებში განიხილება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხი და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია.
 
ელიზაბეთ ჯოუნსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, აშშ-ის საელჩოსა და “ბრითიშ პეტროლეუმ“-ის წარმომადგენლებს. იგი აპირებს ადგილზე გაეცნოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მიმდინარეობას.
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 22 ივლისს დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ “ბრითიშ პეტროლეუმ“-ს ბორჯომის ხეობაში უსაფრთხოების დაცვის დამატებითი გარანტიები მოსთხოვა. მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განახლდება.

მსგავსი/Related

Back to top button