ახალი ამბები

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტ სააკაშვილის 22 ივლისის ბრძანებულების საფუძველზე, საქართველო დღეიდან რუსი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს. 
 
“რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ორკვირიანი ვიზა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების საკონსულო სამსახურებში, ასევე ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აიღონ“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ განცხადება 2 ივლისს, მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარეც ანალოგიურს მოიმოქმედებდა. 

მსგავსი/Related

Back to top button