ახალი ამბები

ეუთო სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლის გახსნას გმობს

ეუთოს მისიამ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 28 ივლისს სოფელ თამარაშენთან მომხდარ ინციდენტზე.


“გასულ ღამეს თამარაშენში სროლები საკმაოდ ხანგრძლივი და ძლიერი  იყო, გამოყენებულ იქნა ყუმბარმტყორცნები, დაზიანდა ავტოფარეხი და ავტომანქანა. თუ ხვალ საცხოვრებელი სახლი დაზიანდება და უდანაშაულო ხალხი დაიღუპება, გართულდება სიტუაციის კონტროლ ქვეშ დაბრუნება“, ნათქვამია ეუთოს მისიის მიერ 28 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოში ეუთოს მისია მოუწოდებს ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს ყველა ღონე იხმარონ, რათა გააკონტროლონ კონფლიქტის ზონაში მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო დანაყოფები, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის ესკალაცია.


ეუთოს მისია ასევე მოუწოდებს კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურს სვიატოსლავ ნაბზდოროვს, მიიღოს დამატებითი ზომები, როგორიცაა მაგალითად ღამის პატრულირება, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ინციდენტები.


 

მსგავსი/Related

Back to top button